განათლების სამინისტრო

მოსწავლის 20-დღიანი გამოუცხადებლობისას დამრიგებელთან ერთად სოციალური მუშაკი ჩაერთვება

განათლების სამინისტრომ ახალი ცვლილება მიიღო, რომლის მიხედვითაც 45-დღიანი სკოლაში გამოუცხადებლობა მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი იქნება. ამ ცვლილებების შესახებ განათლების სამინისტრო დამატებით განმარტებებს აკეთეს:

„პირველად, მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესში ჩართულობის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააწესა რეგულაციები, რომელიც სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს. საბოლოო ჯამში, იმისათვის, რომ მოზარდი სკოლის მიღმა არ აღმოჩნდეს, პროცესში მთელი განათლების სისტემა ერთვება". - ამბობს განათლების სამინისტრო

ახალი რეგულუციებით, განათლების სამინისტროს გაუჩნდა ბერკეტი მოზარდის სკოლაში დასაბრუნებლად შემდეგი ღონისძიებები გაატაროს:

  1. ყოველდღიური მონიტორინგის საფუძველზე, არაუგვიანეს მე-10 დღეს, კლასის დამრიგებელი ვალდებულია, სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინოს წერილობითი ანგარიში
  2. ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ კი, პროცესში კლასის დამრიგებელთან ერთად, განათლების სისტემის სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან, რომლებიც ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში მოსწავლის ოჯახში მივლენ.
  3. 45-დღიანი გამოუცხადებლობა მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი იქნება. სტატუსის აღდგენა შესაძლებელია მშობლის განცხადების საფუძველზე, მიმართვისთანავე.

აქამდე სტატუსის შეჩერების საფუძვლად 90 სასწავლო დღის ზედიზედ გაცდენა ითვლებოდა.  აქამდე სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება, მოზარდის სკოლაში დასაბრუნებლად გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე 90-დღიანი ვადის ამოწურვამდე ერთხელ მაინც გამოცხადდებოდა სკოლაში, მისთვის გაცდენების აღრიცხვა თავიდან იწყებოდა 

თუ ტექნიკური პრობლემების გამო მოსწავლეს არ აქვს წვდომა ტელესკოლასა და ონლაინსწავლებაზე, მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მასთან კომუნიკაცია ნებისმიერი, მათ შორის სატელეფონო ფორმით. ხოლო მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს სკოლასთან. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოსწავლე დისტანციური სწავლების დროს სტატუსი შეჩერებისგან დაცულია

 

 

კომენტარები