პოლონეთი

კრაკოვში ხეზე გაჭედილი "ცხოველი" კრუასანი აღმოჩნდა

Facebook/KTOZ Krakowskie Towarzystwo Opieki nad Zwierzętami

პოლონეთშის ქალაქ კრაკოვში მოქალაქეებმა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ხეზე გაჭედილი უცნაური ცხოველის გამო მიმართეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა მონიტორინგის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ხეზე არა ცხოველი, არამედ კრუასანი იყო გაჭედილი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩიტების საკენკად გადმოაგდეს ფანჯრიდან.

კრაკოვის მონიტორინგის სამსახურის თანახმად, მოქალაქემ მათ მიმართა და უთხრა, რომ ორი დღის მანძილზე ხეზე გაჭედილი იყო ცხოველი, რომელიც ქვეწარმავალს ჰგავდა.

ორგანიზაციის ინსპექტორების აზრით, საეჭვო იყო, რომ რეპტილიას გაზაფხულის გრილ ამინდში ღია ცის ქვეშ ამდენ ხანს გაეძლო, მაგრამ ჩათვალეს, რომ შეიძლება მიტოვებულ შინაურ ცხოველთან ჰქონოდათ საქმე და გამოძახებაზე გავიდნენ. ადგილზე მისულ მონიტორინგის სამსახურის წევრებს ხეზე გაჩხერილი კრუასანი დახვდათ.

კომენტარები