ჟურნალისტზე თავდასხმა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

ფორმულა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დატოვებას ითხოვდა. 

ვახო სანაიას ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულები კვლავ სახიფათოები არიან და ისინი ამიტომაც დატოვა პატიმრობაში. 

"საქმეში არის ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომ საქმეზე გამოვიდეს სწორი გადაწყვეტილება. სწორი გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ უნდა აღდგეს დაზარალებულის ინტერესები, ის მორალური ზიანი, რომელიც მიიღო ბატონმა ვახომ, მისმა ოჯახმა, შვილმა. დაზარალებულის ინტერესი არ არის არც ერთ შემთხვევაში შურისძიება, არამედ ჩვენი მიზანია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ".- ამბობს მარიკაშვილი. 

25 თებერვალს თავს დაესხნენ ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.  

კომენტარები