ფულადი გზავნილები

მარტში ფულადი გზავნილების რაოდენობა გაორმაგდა, რუსეთიდან ყველაზე მეტი გადმოირიცხა

REUTERS

ეროვნულმა ბანკმა გასული თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა , რომლის მიხედვითაც  მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი ფული მარტში რუსეთიდან შემოვიდა.

ჩარიცხული მოცულობა (მლნ.აშშ დოლარი):

რუსეთის ფედერაცია - 32.19 დოლარი

იტალია - 30.51 დოლარი

საბერძნეთი - 20.67 დოლარი

გერმანია -  8.41 დოლარი

ესპანეთი - 4.46 დოლარი

საფრანგეთი - 2.93 დოლარი

პოლონეთი - 2.19 დოლარი

გაერთიანებული სამეფო - 1.89 დოლარი

ირლანდია - 1.66 დოლარი

კვიპროსი -1.41 დოლარი

2021 წლის იანვარსა და თებერვალში პირველად მოხდა, რომ რუსეთი აღარ იყო პირველ ადგილზე ფულადი გზავნილების მიხედით, თუმცა მარტში კვლავ გაიზარდა რუსეთიდან ფულის შემოსვლა საქართველოში და მთლიანი რაოდენობის  17,11%-ს შეადგინა.

გასულ წელს საქართველოში ჯამურად 1.88 მილიარდი დოლარის პირდაპირი ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, 2019 წელს იმავე მაჩვენებელმა 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ზრდა 188 მილიონი დოლარია. 

 

კომენტარები