ნიკა მელიას საქმე

ბოკერია: პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მელიას დაპატიმრება, პოლიტიკური იქნება გათავისუფლებაც

სამწუხაროდ, არ ყოფილა მოულოდნელი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სასამართლო პროცესი და ეს ყველაფერი არის პოლიტიკური დეკორაცია. პოლიტიკური გადაწყვეტილება პოლიტპატიმარ მელიას გათავისუფლებაზე ივანიშვილს და მის გარემოცვას ამ მომენტში მიღებული არ აქვს. პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო დაპატიმრებაც და ბუნებრივია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება გათავისუფლებაც. 

ყველა ნიშანია იმის, რომ მელიას გათავისუფლების გაყიდვა უნდათ ისე, რომ სტატუს-კვოს დაეთანხმოს დემოკრატიული ოპოზიცია, ან მისი ნაწილი, ან მელია, ან შეიცვალოს ის სწორი პოზიცია, რის გამოც ის დღეს ციხეშია. ეს არ მოხდება და დროის გაწელვა ვითარებას ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლოდ ვერ და არ შეცვლის. ეს ყველაფერი არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის. ყველა დღე ამ კრიზისის გაგრძელების, პოლიტპატიმრების და, კერძოდ, პოლიტპატიმარი მელიას ციხეში ყოფნის არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი...

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას.

კომენტარები