ნიკა მელიას საქმე

სასამართლომ ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა  ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული - ნიკა მელიაც. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები