ნიკა მელიას საქმე

მელიას ადვოკატი: მოსამართლეს დაკვეთა ჰქონდა მიღებული, პირველივე წუთებიდან იკითხებოდა

"ის, რომ ასეთი დაკვეთა ჰქონდა მოსამართლეს მიღებული, იკითხებოდა პროცესის პირველივე წუთებიდანვე". – ამბობს ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი. 

სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარე კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომას ნიკა მელიაც ესწრებოდა.

"ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაცხადდა პროცესზე, რომ 2 თვის განმავლობაში ხელისუფლება და საქართველოს პროკურატურა დაკავებული იყვნენ ტყუილის პროპაგანდით, თითქოს ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეეძლო გამოსვლა და, თითქოს, ეს იყო მისი თვითმიზანი. დღეს მოვიდნენ და განაცხადეს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებაში უნდა იყოს გამოყენებული პატიმრობა. ის მითი, თითქოს ნიკა მელია თვითპატიმრობაში იმყოფება, დაიმსხვრა.  

მოსამართლეს რომ თავიდანვე აღნიშნული განწყობა ჰქონდა, ეს შეეტყო იმით, რომ ფაქტობრივად, ყველანაირი ლოგიკური დასაბუთების გარეშე მტკიცებულებებიც არ მიიღო და გადაწყვეტილებაც პატიმრობასთან დაკავშირებით ისე მიიღო, საერთოდ განმარტება არ გაუკეთებია". – ამბობს კონდახაშვილი მთავართან ინტერვიუში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები