ნიკა მელიას საქმე

მელია: გახარია თუ დაპატიმრების წინააღმდეგი იყო, მისი მეგობრები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ

[კობახიძემ] აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, მელია უნდა დაგვეჭირა და ბოლო მომენტში გადათქვაო. ახლა რომ გამოდის ბატონი გახარია და თავი უნდა, მოაჩვენოს, თითქოს იყო წინააღმდეგი, რაც უნდა პარადოქსი იყოს, ამ დროს კობახიძე იყო გულწრფელი. გახარია თუ წინააღმდეგი იყო, მისი მეგობრები მე იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ...

ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 

25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები