ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელია მოსამართლეს: ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და უნდა იფიქროთ რეპუტაციაზე

რაც შეეხება კობახიძეს, რომელიც ამბობს, ვიდრე თქვენ იმსჯელებდით, აი, წირვაში დაღლილი მღვდლის გამომეტყველებით, კორექტული ვიქნები ვეცდები, მაგრამ რაც თქვენ ჩემ მიმართ განახორციელეთ, ვიდრე აქ საუბრობდით, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ქონდათ, რომ მე ციხეში უნდა წავსულიყავი. თქვა ეს კობახიძემ და აღიარა. თქვენ ხომ თქვენს რეპუტაციაზეც უნდა იფიქროთ. ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რას იტყვის თქვენი მეზობელი ან ნათესავი, როგორი მოსამართლე იყავით. 20 წლის მერე ამ საქმეზე ხომ დადგინდება სიმართლე. აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, მელია უნდა დაგვეჭირა და ბოლო მომენტში გადათქვაო. ახლა რომ გამოდის ბატონი გახარია და თავი უნდა, მოაჩვენოს, თითქოს იყო წინააღმდეგი, რაც უნდა პარადოქსი იყოს, ამ დროს კობახიძე იყო გულწრფელი. გახარია თუ წინააღმდეგი იყო, მისი მეგობრები მე იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ...

ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 

25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები