ნიკა მელიას საქმე

მათიკაშვილი მელიაზე: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ

"სამართლებრივ ჭრილშია ეს საკითხი გადასაწყვეტი. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ". – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ენმ-ს ლიდერ ნიკა მელიაზე, რომლის სასამართლო პროცესის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, პროცესს თავად მელიაც ესწრება.

ენმ-ის თავმჯდომარის  ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო განიხილავს მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას.  მისივე თქმით, ადვოკატებმა ახალი მტკიცებულებების დართვაზე დააყენეს შუამდგომლობა, რომლებიც ადასტურებს, რომ მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირები არიან ჩარეული ბრალდების საქმეში და სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გამოყენებული. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები