ნიკა მელიას საქმე

მელიას ადვოკატი: ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და გათავისუფლდეს

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დღეს, 13 აპრილს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი ამბობს, ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და მელია უნდა გათავისუფლდეს. 

"ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მასთან მიმართებით უნდა გაუქმდეს ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება, იგი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და არავითარი რისკი იმისა, რომ ნიკა მელია მიიმალება ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, არ არსებობს. ზუსტად ეს არის აღკვეთის ღონისძიების მიზნები, ვერავინ ვერ დაარწმუნებს სასამართლოს და ვერც ნებისმიერ ობიექტურად განწყობილ მოქალაქეს, რომ ნიკა მელია სადმე გაქცევას აპირებს ან სასამართლოს ხელი შეეშლება მისი თავისუფლად ყოფნის პირობებში". – ამბობს კოდახაშვილი.  

სასამართლო პროცესზე, რომელიც 8 აპრილს გაიმართა, კონდახიშვილმა ენმ-ის ლიდერის საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოგვიანებით მოსამართლემ დააკმაყოფილა. შესაბამისად, დღეს, 13 აპრილს, ნიკა მელია საკუთარ პროცესს დაესწრება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები