სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: 9 აპრილს აღდგა საუკუნავერნი ისტორიის სახელმწიფო

სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა. პირველი იმიტომ, რომ 9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, არიან გამარჯვების წინამორბედები. ამიტომ, ჩვენ მათ პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს. მათი გამარჯვებაა ის, რომ 30 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მეორე იმიტომ, რომ 9 აპრილი მოჰყვება 31 მარტს, ანუ რეფერენდუმის უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ თავისი ერთსულოვანი ნება გამოხატა. მაშინ არც დამკვირვებლები გვჭირდებოდა, არც გადათვლები და ვერავინ დააყენებდა ეჭვქვეშ და ვერც დააყენა ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება, ქვეყანა გამოცხადებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. 

ეს იყო გამარჯვება 70-წლიან საბჭოთა იდეოლოგიასა და ტოტალიტარულ სისტემაზე. სისტემაზე, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა და დღესაც ვიმკით ამის ზოგ შედეგს, დაექუცმაცებინა, დაეშალა საქართველო და ერთმანეთთან დაეპირისპირებინა საქართველოს მოქალაქეები. 

მესამე, იმიტომ, რომ 9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი ნიშნავს, რომ ყველამ ერთად გაიმარჯვა. 1921 წლის იუნკრებმა, 1923 წლის დახვრეტილმა ოფიცრებმა და საქართველოს პატრიარქმა ამბროსიმ, 1922-23-24 წლების აჯანყებულებმა და, ცხადია, 9 აპრილის გმირებმა და ზვიად გამსახურდიამ. 

გაიმარჯვეს ბევრად უფრო ღონიერ მტერზე და შეგნებულად არ ვამბობ ძლიერ და აღდგა საუკუნავერნი ისტორიის სახელმწიფო

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამხსნელი სიტყვა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის წინ. სტილი დაცულია.

კომენტარები