კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 777 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 36 578 ტესტი

iStock [illustration]

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 36 578 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 777 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 342 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.12%, ბოლო 14 დღის - 2.09%, ბოლო 7 დღის - 2.47 %.

ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან თბილისში 430 გამოვლინდა, აჭარაში - 62, იმერეთში - 50, ქვემო ქართლში - 29, შიდა ქართლში - 29, გურიაში - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 91, კახეთში - 32, მცხეთა-მთიანეთში - 17, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873, საიდანაც 2 129 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 285 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 4 459 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 357 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პაციენტი.

9 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 287 183 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 276 426 გამოჯანმრთელდა, 3858 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, ორ კვირაში ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები