ჭყონდიდის ეპარქია

მეუფე იოანე ჭყონდიდის ეპარქიაზე: განხეთქილება არ არის, პატარა შფოთია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ დაპირისპირებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეპარქიაში არა განხეთქილება, არამედ, პატარა შფოთია, რომელიც მხოლოდ გარკვეულ პირებს აშფოთებს და არა სამღვდელოებას. 

"სამწუხაროა ეს მოვლენები, რომ პირადი სიმპათიების გამო საეკლესიო სამართლის ფარგლებს გასცდა ხალხი. ლაპარაკობს, იქით თითს იშვერს და თავის თავზე არა და ვინ დაიწყო ეს ყველაფერი? ვინც დაიწყო, იმან უნდა აგოს პასუხი. არ არის ჩვენი სურვილი, რომ ვინმე განიკვეთოს, პირველ რიგში კი პატრიარქის სურვილი არაა, ამიტომ უწოდა უძღები შვილი [მეუფე პეტრე] უძღები შვილი ვინ იყო? ვინც მამის სახლი დატოვა, წავიდა სხვაგან და მერე მობრუნდა სინანულით, პატრიარქმა ანიშნა, რომ მე მიგიღებ სინანულით, ეს განხეთქილება არაა, ეს არის პატარა შფოთი, რომელიც თქვენ გაშფოთებთ და ვიღაცებს, ჩვენ არ გვაშფოთებს. ჩვენ ვწუხვართ, რომ ადამიანი, რომელიც იყო პატივდებული, დღეს უცნაურად იქცევიან".  – ამბობს მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე  ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს  დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს.  მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში 1 მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, 3 მღვდელსა და 3 დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, 7 მონაზონს და 3 მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა 1 მონაზონი და 1 მორჩილი. 

კომენტარები