IRI-ის კვლევა

კანდელაკი IRI-ზე: პრაქტიკულად ნახევარი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს – ეს წარმოაჩენს კრიზისს

Facebook/ Giorgi Kandelaki

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხმაურება. კანდელაკი კვლევაზე საუბრისას, მათ შორის, ხაზს უსვამს ვადამდელი არჩევნების შესახებ კითხვას, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის 45%.

"პირველ რიგში, ეს გამოკითხვა აჩვენებს რამდენად არის დაცემული ნდობა ქართული ოცნების მიმართ. მათ მთლიანად გაფლანგეს ის კრედიტი, რომელიც ჰქონდათ პანდემიის დროს, მათ შორის კოვიდის ბოროტად გამოყენების გამო, 

რაც შეეხება ბოიკოტის თემას, რა თქმა უნდა, ბოიკოტი არავის არ მოსწონს და უდაოდ ცუდი ამბავია, მაგრამ ამავე დროს, ამ კვლევის კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ გამოკითხულთა პრაქტიკულად ნახევარი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს მაშინ, როცა არჩევნები ჩატარდა სულ რამდენიმე თვის წინ. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რამდენად ღრმა კრიზისშია შესული, ეს გამოკითხვაც ზომავს დაცემას უკლებლივ ყველა სფეროში". – თქვა გიორგი კანდელაკმა. 

IRI-ის კვლევის თანახმად, ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ მხარს მოსახლეობის 45% სრულად/ნაწილობრივ უჭერს, 45% კი ამ მოთხოვნას სრულად ან ნაწილობრივ არ უჭერს მხარს. 

კვლევის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებს სრულად ან ნაწილობრივ არათავისუფლად, არასამართლიანად და გაუმჭვირვალედ მოსახლეობის 35% მიიჩნევს.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ აღიარებს და ბოიკოტის ნიშნად, მე-10 მოწვევის პარლამეტში არ შედის. სხვა საკითხებთან ერთად, მათი ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია, საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო კომისიის რეფორმის ფარგლებში. 

კომენტარები