IRI-ის კვლევა

IRI: არჩევნები რომ შემდეგ კვირას ტარდებოდეს – ოცნება – 35%, ენმ-ძალა ერთობაშია – 18%, ევროპელები – 3%

flickr.com

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, შემდეგ კვირას რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 18% – ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას, 3% – ევროპულ საქართველოს.

სხვა პარტიების შესახებ მონაცემები შემდეგია: 

  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3%
  • გირჩი - ზურა ჯაფარიძე – 2%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%
  • ლეიბორისტული პარტია – 2%
  • მოქალაქეები – 2%
  • ლელო – 1%
  • სხვა პარტიები – 1%
  • არცერთი  10%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე – 15%

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

კომენტარები