IRI-ის კვლევა

IRI: ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტს სრულად ან ნაწილობრივ მხარს 60% არ უჭერს

ტაბულა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ოპოზიციის მიერ პარლამენტში შესვლის ბოიკოტს სრულად ან ნაწილობრივ მხარს მოსახლეობის 60% არ უჭერს. ბოიკოტს მხარს სრულად ან ნაწილობრივ 26% უჭერს. 

კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • სრულად დიახ – 15%
  • ნაწილობრივ დიახ – 11%
  • ნაწილობრივ არა – 42%
  • სრულად არა – 18%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე – 14%

კვლევის თანახმად, ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ მხარს მოსახლეობის 45% სრულად/ნაწილობრივ უჭერს, 45% კი ამ მოთხოვნას სრულად ან ნაწილობრივ არ უჭერს მხარს. 

კვლევის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებს სრულად ან ნაწილობრივ არათავისუფლად, არასამართლიანად და გაუმჭვირვალედ მოსახლეობის 35% მიიჩნევს.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ აღიარებს და ბოიკოტის ნიშნად, მე-10 მოწვევის პარლამეტში არ შედის. სხვა საკითხებთან ერთად, მათი ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია, საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო კომისიის რეფორმის ფარგლებში. 

კომენტარები