ვაქცინაცია

გაბუნია: დღეს, 6 საათზე, გაიხსნება რეგისტრაცია 55 წელს ზემოთ პირებისთვის

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღეს, 6 საათიდან, 55 წელს ზემოთ პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაცია დაიწყება [Booking.Moh.Gov.Ge]. რეგისტრირებულ პირებს აცრისთვის ვიზიტზე მისვლა 5 აპრილიდან შეეძლებათ.

ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფი პირველად 22 მარტს დაამატა. 65 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეუძლიათ.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა 30 მარტიდან დაიწო.

კომენტარები