ჭყონდიდის ეპარქია

ჭყონდიდის ეპარქია: მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა დედათა მონასტრიდან გარიცხა

კარიბჭე

ჭყონდიდის ეპარქიის ინფორმაციით, მიტროპოლიტმა სტეფანემ, მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა. 

ეპარქია მიტროპოლიტის ბრძანების შინაარსს ავრცელებს: 

"ბრძანება #5

მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში".

მონაზონი სოსანა, რომელიც ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ "დებილ დედაკაცად" მოიხსენია და მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით: "დავაია რა, დააყენე ქალო" -  ამ წუთებში, მარტვილის დედათა მონასტრის კართან დგას, მას მონასტრის კარი დაუხურეს. მონაზონი სინოდზე მიტროპოლიტ პეტრეს მიერ პატრიარქისთვის წაყენებული საეკლესიო ბრალდების განხილვას ითხოვდა. 

 

კომენტარები