პოზნერის ვიზიტი

ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები მოსკოვში დაბრუნდნენ

რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ პოზნერმა და თანხმლებმა პირებმა, მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით, რამდენიმე საათში მოუწიათ. 

პოზნერი, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროცესი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. უცნობია ისიც, ჰქონდათ თუ არა მათ ე.წ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისათვის საჭირო საშვი. 

რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, დაჯარიმდება ვახშამზე მყოფი ყველა ადამიანი. 

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ, რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს, რომლითაც რუსი სტუმრები სასტუმროში გადაიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და 06:00-მდე იმყოფებოდნენ. აქტივისტებმა ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები