პოზნერის ვიზიტი

ჯაფარიძე: კრემლის საჯარო რუპორებმა უნდა იცოდნენ, რომ აქ ელარჯს ვეღარ გაწელავენ

ქვეყანაში შემოსვლა არ მგონია პრობლემა, შეიძლება იყოს რაღაც დაწესებული, რომ, სიტყვაზე, სამხედრო მოქმედებებში თუ აქვს მონაწილეობა მიღებული ან ვიღაც ტერაქტს აწყობს, არ შემოუშვა, თორემ სხვა შემთხვევაში მგონია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შემოსვლის უფლება, ისევე როგორც პოზნერს, ოღონდ სწორი არის ის რეაქცია, რაც მას დახვდა.

შეიძლება კვერცხების სროლა და რაღაცები არ მოგწონდეს, მაგრამ კრემლის საჯარო რუპორებმა უნდა იცოდნენ, რომ მათთვის საყვარელი სტუმართ-მასპინძლობა დამთავრებულია და ვეღარ გაწელავენ აქ ელარჯს. 

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე Palitranews-ის ეთერში. 

ვლადიმირ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი ქვეყანაში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

კომენტარები