მე-10 მოწვევის პარლამენტი

ელისო ბოლქვაძემ და თეა წულუკიანმა კულტურის კოდექსის აუცილებლობაზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად კულტურის კოდექსის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, კულტურის კომიტეტმა 2021 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილა. დოკუმენტების შემუშავებამდე, კომიტეტის წევრებმა მინისტრთან ერთად კულტურის კოდექსის, უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელების შექმნასა და სახელოვნებო განათლების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პირველ რიგში, უნდა შეიქმნას თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ. 

"სამოქმედო გეგმაში ასევე წარმოდგენილია კომიტეტის გასვლითი სხდომები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში, ასევე საზღვარგარეთ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გასაძლიერებლად. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას. კომიტეტი ხვალიდან ექსპერტების შერჩევას იწყებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ". – ნათქვამია განცხადებაში. 

24 მარტს თეა წულუკიანმა თქვა, რომ კულტურის კოდექსს ქმნის. მისი თქმით, კოდექსის შექმნას სათავეში მისი მოადგილე, იოსებ ბაღათურია ჩაუდგება.

კომენტარები