კულტურის სამინისტრო

თეა წულუკიანი კულტურის კოდექსს ქმნის

თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი კულტურის კოდექსს ქმნის. მისი თქმით, კოდექსის შექმნას სათავეში მისი მოადგილე, იოსებ ბაღათურია ჩაუდგება. 

ამის შესახებ წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თქვა, სადაც მან თავისი მოადგილეები წარადგინა

"იოსებ ბაღათურია იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს". – ამბობს წულუკიანი. 

კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, მოადგილეები კი სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან.

კომენტარები