გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის საქმე – ძალადობის მუხლით ბრალდებულ 3 ე.წ საბურთალოელს ამნისტია შეეხო

შაქარაშვილის საქმეზე ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლებით ბრალდებულ  3 ე.წ საბურთალოელს ამნისტია შეეხო. როგორც ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრეს, დაზარალებულების თანხმობით, ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. 

ამნისტია შეეხო საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს. მათ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულზე, ვახტანგ ჩიქოვანზე ძალადობაში ედებოდათ ბრალი. 

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალად ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ძალადობა ედება. გარდა ამისა, ტოიოტა ქამრის ხუთ მგზავრს – ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, არასრულწლოვან ზ.ხ.-სა და ა.ქ. -ს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულები ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები