გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე – სამ სრულწლოვანს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ბიძინა სტურუამ სამ სრულწლოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება ორ არასრულწლოვან ბრალდებულს, მათი სასჯელის ზომა მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი. 

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალად ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ძალადობა ედება. გარდა ამისა, ტოიოტა ქამრის ხუთ მგზავრს - ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, არასრულწლოვან ზ.ხ.-სა და ა.ქ. -ს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულები ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები