ვაქცინაცია

გამყრელიძე: ბოლო მონაცემებით, აცრილია 4 152 მედიცინის მუშაკი

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 152-მა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულმა პირმა გაიკეთა.

დღეს, 25 მარტს, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა შემოვიდა. Pfizer-ით აცრის გაკეთება სამშაბათიდან, 30 მარტიდან იქნება შეასძლებელი. AstraZeneca-ს 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს მიიღო და ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

ქვეყანაში ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალის გარდა, 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც შესაძლებელია. ასაკობრივ ჯგუფს პორტალზე დარეგისტრირება დღეიდან, 25 მარტიდან, შეეძლება. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მსურველს შეეძლება, არჩევანი გააკეთოს Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის. 

Pfizer-ის ეფექტიანობის გასააქტიურებლად, AstraZeneca-ს მსგავსად, 2 აცრაა საჭირო. Pfizer-მა Covid-19-ის ვაქცინის გამოცდა 95%-იანი ეფექტიანობით დაასრულა.

კომენტარები