ვაქცინაცია

გაბუნია: PFIZER-ით უშუალოდ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, Pfizer-ის ვაქცინით უშუალო ვაქცინაცია 6 კლინიკაში სამშაბათიდან, 30 მარტიდან დაიწყება, მოქალაქეებს რიგის არჩევის პორტალზე, ვაქცინის არჩევის საშუალება კი უკვე დღეიდან შეეძლებათ

"უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათი დღიდან, რადგან ამ კლინიკებში ვაქცინაცია მიმდინარეობს ასტრაზენეკათი, მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული და უკვე სამშაბათიდან მოხერხდება სრულად გადმოწყობა. 

ასტრაზენეკათი ვაქცინაცია გაგრძელდება სხვა დანარჩენ დაწესებულებებში, ამჟამად 20 სამედიცინო დაწესებულებაა, რომლებიც უზრუნველყოფს ასტრაზენეკათი ვაქცინაციას". - ამბობს გაბუნია. 

რომელ კლინიკებში იქნება შესაძლებელი PFIZER-ის ვაქცინის გაკეთება, წაიკითხეთ - აქ

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა დღეს, 25 მარტს მიიღო.

კომენტარები