ცენტრ-პოინტის საქმე

რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებს

ცენტრ პოინტის ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებს.

31 მარტს კერვალიშვილს 4-წლიანი სასჯელი სრულად ექნება მოხდილი. ინფორმაცია ტაბულას მისმა ადვოკატმა, ბექა კოკაიამ დაუდასტურა. 

კერვალიშვილი სასამართლომ 2017 წლის 31 მარტს დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

კომპანია ცენტრ პოინტის საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს. გამოძიება კერვალიშვილს ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

კომენტარები