ცენტრ-პოინტის საქმე

სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გაათავისუფლა

რუსთავი 2

ცენტრ-პოინტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა - გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

სასამართლომ რჩეულისვილს გირაოს გადახდის ვადად 10 დღე განუსაზღვრა.

50 ათას ლარიანი გირაოს ნაცვლად გურამ რჩეულიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. რჩეულიშვილს, პროკურატურის მოთხოვნის საფძველზე, ჩამოერთვა პასპორტიც.

ამასთან, ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიება მოეხსნა მაია რჩეულიშვილსაც. შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილს საქალაქო სასამართლომ 180-ე და 182-ე მუხლში ცნო დამნაშავედ და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე მუხლებში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსუდან კერვალიშვილი და მასაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გურამ რჩეულიშვილი ე.წ. მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს. რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა. 

 

კომენტარები