ცენტრ-პოინტის საქმე

მაია და გუკა რჩეულიშვილებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

fortuna.ge

ცენტრ პოინტის საქმეზე სასამართლომ კომპანიის დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გურამ (გუკა) რჩეულიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

მაია რჩეულიშვილი, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს, მის შვილს, გუკა რჩეულიშვილს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გუკა რჩეულიშვილმა facebook-ის პირად გვერდზე ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ აპირებს გამოძიებას ჩაბარდეს.

ცენტრ პოინტის საქმეზე ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი 10 ივლისს დააკავეს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ისინი პატიმრობაში დარჩებიან.

ოთხივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისების ან გაფლანგვის მუხლით ედება, რაც ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

კომენტარები