ნიკა მელიას საქმე

ზილფიმიანი მელიაზე: არ გამოვრიცხავ, ევროპამ გრანტით გადაუხადოს 40 000 და უთხრას, გამოდიო

მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, არ მოგვეშვებოდნენ ჩვენი მეგობრები, თავს არ დაგვანებებდნენ. ალბათ, უკვე ამ ჩამოსვლაზე იქნება რეკომენდაციები, ეს აუცილებელი იქნება. მაგალითად, მე რომ ძალიან მოწადინებული ვიყავი და არ მინდოდა, მელიას ის მოსვლოდა, რაც დაემართა, ალბათ ეს დავამტკიცეთ. მაგრამ მეორე მხრივ, დღეს უკვე კრიტიკას ვეღარ უძლებს ის ამბავი, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ დროს, დღესვე შეუძლია, გამოვიდეს, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა სასამართლოს უნდა ელოდოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ 40 000 და უთხრან, გამოდიო, ანუ, სახეს შეინარჩუნებს ყველა. აღარ იქნება ის, ელისაშვილმა რომ თქვა, მე გადავიხდიო და ისეთი მუქარები წამოვიდა. შეიძლება, ევროპამ თვითონ გადაიხადოს ეს ფული და გამოიყვანოს, რა გამორიცხულია? არაფერია გამორიცხული, რადგან ამ შემთხვევაში იგი აღარ ელოდება სასამართლოს.,.

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ამის შესახებ  ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომენტარები