გიორგი გახარია

ჯაფარიძე გახარიაზე: არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, ვერც წარმომიდგენია

მე ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი არის გადაჭარბებული, იმიტომ, რომ რაღაც პოსტებისა და ერთეული განცხადებებს საფუძველზე რაღაც შორს მიმავალი პროგნოზების გაკეთება, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უშინაარსო იქნება. რაც შეეხება თვითონ გიორგი გახარიას, ის არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, ვფიქრობ, ახლაც ვერ წარმომიდგენია, რომ ის იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი. ამავდროულად არის ბევრი კითხვა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების წევრი როდესაც იყო აქტიური, ამიტომ, ეს საკითხები, ალბათ, იქნება ჯერ გასარკვევი საზოგადოებასთან და შემდგომ უნდა იფიქროს, თუ აპირებს რაიმე პოლიტიკურ ნაბიჯს...

ამბობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე პალიტრანიუსის ეთერში. ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

კომენტარები