რუსეთი-ჩინეთი

სერგეი ლავროვი ჩინეთს დოლარის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთს 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა.

მან საკუთარი ვიზიტი მოსკოვისა და ჩინეთის მიმართ მოწოდებით დაიწყო, რომ დოლარზე დამოკიდებულება და მისი გამოყენება შეამცირონ. ასევე უარი თქვან დასავლურ საგადასახადო სისტემებზე, რაც, ლავროვის შეფასებით, დასავლური პროპაგანდის ნაწილია.

"[სანქციების რისკების შესამცირებლად] ჩვენ გადახდები უნდა ვაწარმოოთ ეროვნულ ან ისეთ საერთაშორისო ვალუტაში, რომელიც დოლარის ალტერნატიული ჩამნაცვლებელი იქნება". – თქვა სერგეი ლავროვმა ჩინურ პრესასთან.

"ჩვენ დასავლეთის მიერ კონტროლირებულ საერთაშორისო საგადასახადო სისტემებს უნდა ჩამოვშორდეთ". – დაამატა მან. 

რუსეთის წარმომადგენლის ვიზიტი ჩინეთში ორივე ქვეყნის აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე ტარდება. გასულ კვირაში ბაიდენის ადმინისტრაციის და ჩინეთის მაღალჩინოსნები შეხვედრაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რუსეთმა კი, მას შემდეგ, რაც ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინს მკვლელი უწოდა, აშშ-დან ელჩი გამოიძახა.

კომენტარები