ნიკა მელიას დაკავება

მელია: კომპრომისი არ უნდა იყოს პატიმარზე, გირაოს გადახდა გამორიცხულია

კომპრომისი არ უნდა იყოს პატიმარზე, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩემთან მიმართებით გაკეთებული, ეს ზუსტად ვიცი. მე გირაო იმიტომ კი არ გადავიხადე, რომ ამის იშტაზე ვიყავი, უსამართლობა იყო და უბრალოდ დაუმორჩილებლობა გამოვაცხადე, ეს იყო ჩემი პოლიტიკური აქტი, რითაც გავწყვიტე უსამართლობის ჯაჭვი.

გამორიცხულია [გირაოს გადახდა]. მე ახლა აქ ხომ შეიძლებოდა თავისუფლად არ ვყოფილიყავი, უბრალოდ განგებ გადავწყვიტე უსამართლობის ჯაჭვი გამეწყვიტა და ჩემი უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის მიზანი ეს იყო, რომ საზოგადოებისთვის მჩაგვრელებისთვის წინააღმდეგობის გაწევით დამენახვებინა, რომ ბიძინას ციხის არავის ეშინია...

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაკავებულმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

კომენტარები