ვაქცინაცია

მეუფე სპირიდონის ანტისამეცნიერო ქადაგება: რას გვაძალებენ, კაცო, სიკვდილს?

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე) ანტისამეცნიერო და ანტივაქსერული ქადაგება წარმოთქვა. 

"რა პასუხს გვცემს ჩვენ ხელისუფლება, რომლიც მოუწოდებს ვაქციანციას და ინფორმაცია გვაქვს, რომ აძალებენ, სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან. რა პასუხს გვცემს? რა შედეგი ექნება ამ ვაქცინაციას 6 თვის, 1 წლის შემდეგ? გაქვთ ამის პასუხი? არ გაქვთ. მაშინ, რას გვაძალებთ, კაცო? სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ნახეთ ალბათ სოციალურ ქსელებში, გაიკეთეს ვაქცინა და ზოგი ადგილზე მოკვდა, ასეულობით ადამიანია გარდაცვლილი,. 3 მილიონამდე კაცია კარდაცვლილი COVI-19-სგან, მილიარდზე მეტის აცრა უნდათ და შეიძლება ასეულობით მილიონი ლეტალური შედეგი ჰქონდეს ამ ვაქცინაციას. ვინ იცის ეს? 1 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ, ვინ იცის, რა იქნება. ამიტომ აფრთხილებას ეკლესია, ეს არის ღვთის ხმა, ეკლესია ამბობს, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითვებზე. ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს". - ამბობს მეუფე სპირიდონი. 


ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანა გააფრთხილა, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული შიშების გამო ვაქცინაციის კამპანია არ შეაჩერონ. ბოლო ხანებში გაჩნდა შიშები, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა სისხლის თრომბის წარმოქმნას იწვევს, რაც არასაკმარის მონაცემებს ეყრდნობა.

ბრიტანეთის წამლისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ვენებში სისხლის შედედებას იწვევს.

კომენტარები