საგარეო ვაჭრობა

რომელი ქვეყნებიდან და რას ყიდულობს საქართველო 2021 წელს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $1 654 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია.

იანვარ-თებერვალში ექსპორტი $494.7 მლნ იყო (6.8%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი $1 159.3 მლნ (14.1%-ით ნაკლები) წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-თებერვალში $664.6 მლნ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სამ უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანას თურქეთი ($203.3 მლნ), ჩინეთი ($139.9 მლნ) და რუსეთი ($131.6 მლნ) წარმოადგენდნენ.

საქსტატი

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $98.2 მლნ და მთელი იმპორტის 8.5% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები $90 მლნ-ით (იმპორტის 7.8%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები $83.5 მლნ-ით (იმპორტის 7.2%).

საქსტატი

 

კომენტარები