რაგბის კავშირი

საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე სოსო ტყემალაძეც არ დაარეგისტრირა

სოსო ტყემალაძე
კადრი ვიდეოდან/იმედი

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე სოსო ტყემალაძის რეგისტრაცია შეაჩერა. მიზეზად რეესტრი პროცედურულ დარღვევებს ასახელებს. 

ტყემალაძე პრეზიდენტად 10 მარტს აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო, რადგან ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია შეუჩერა

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები რამდენჯერმე ჩაიშალა. საბოლოოდ არჩევნები 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა.

კენჭისყრაში მონაწილეობდნენ გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ლაშა (ბაჩო) ხურციძე, თუმცა ხურციძემ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, მონაწილეობა არ მიეღოთ.

დარჩენილმა წევრებმა პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს. 2021 წლის 6 იანვარს  აბუსერიძემ საჯარო რეესტრს მიმართა და მოითხოვა პრეზიდენტად რეგისტრაცია, რაზეც "ხარვეზების მიზეზით" უარი მიიღო.

კერძოდ, საჯარო რეესტრის განცხადებით, კრებაზე, რომელზეც ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, კვორუმი არ იყო.

ბიზნესმენი სოსო ტყემალაძე აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტებშია ჩართული, რაც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

კომენტარები