ივანიშვილის დეპუტატი და ოცნების სატელიტი მოძრაობის, ხალხის ძალის წევრი, დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა - არჩევნებში კაჭარავა ერთადერთ კანდიდატი იყო.
"2025 წლის 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული იქნა დავით კაჭარავა (57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა" - ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.
კაჭარავამ ამ თანამდებობაზე სოსო ტყემალაძე ჩაანაცვლა, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტი 2021 წელს გახდა, ხმაურიანი არჩევნების შედეგად.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ივანიშვილის დეპუტატები, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის პრეზიდენტები ხდებიან. 3 აპრილს ასევე ერთკანდიდატიან არჩევნებში ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.





