ნიკა მელიას საქმე

დავითულიანი მელიაზე: 11 000 ევროიანი პოლიტპატიმარი ევროკავშირისთვის პოლიტპატიმარი არ არის

იყო გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა ევროკავშირის პოზიცია და თქვა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. [...] პოლიტპატიმრები რომ არ გვყავს ქვეყანაში, ეს არის ფაქტი, ვინაიდან, იმას, ვისაც დღეს პოლიტპატიმარს უწოდებს ოპოზიცია, შეუძლია, 11 000 გადაიხადოს და გარეთ გამოვიდეს. 11 000 ევროიანი პოლიტპატიმარი ევროკავშირისთვის პოლიტპატიმარი არ არის...

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა დავითულიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომენტარები