ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

შსს: ენმ-ის ოფისთან მელიას ბანერს, სავარაუდოდ, იარაღიდან ესროლეს – გამოძიება დავიწყეთ

primetimenews.ge

კახეთის გზატკეცილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე და 236-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ. გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები". – წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 17 მარტს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურმა Facebook-ზე დაწერა, რომ ენმ-ის მთავარ ოფისს ესროლეს, გასროლის კვალი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბანერს ეტყობა.

კომენტარები