პოლიტიკური კრიზისი

პავილიონისი EU-ს მედიაციაზე: მოდით, ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირს ეს შეუძლია საქართველოსთვის

ჟიგიმანტას პავილიონისი
The Lithuania Tribune

"ჩემგან პატივისცემა ჰანს ვან ბაალენს, კრისტიან დანიელსონს, კარლ ჰარცელს, შარლ მიშელს, მაიკლ გელერს და დონალდ ტუსკს. მოდით, ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირს ეს შეუძლია საქართველოში ნამდვილი, ეფექტური, ინკლუზიური დემოკრატიისთვის". – ასე გამოეხმაურა ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი დასავლეთის ჩართულობას საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში. 

 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 5 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება.

პარალელურად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. 

კომენტარები