შარლ მიშელის ვიზიტი

მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შუამავლობისთვის პირად წარმომადგენელს გზავნის

კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით,საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონს პირადი წარმომადგენლის სახით გზავნის.

საქართველოში არსებული ამჟამინდელი პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევის მიზნით კრისტიან დანიელსონი იშუამდგომლებს პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგში. იგი საქართველოში მყოფ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად იმუშავებს. 

ბატონი დანიელსონი მხარეებთან შესახვედრად საქართველოს რამდენიმე დღეში ეწვევა.

პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ყველა პოლიტიკურ სუბიექტს დიალოგში მთელი მონდომებით ჩართულობისკენ მოუწოდებენ, რათა ისინი ორმხრივ შეთანხმებამდე მივიდნენ, რაც სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოსთვის პროევროპულ გზაზე წარმატებით სვლისთვის მნიშვნელოვანი იქნება. 

ეს ყველაფერი 8 მარტს გამოქვეყნებულ ევროპული საბჭოს ცნობაში წერია.

კრისტიანი დანიელსონი 2011-2013 წლებში  ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილე იყო, 2013 წელს იგი გახდა გენერალური დირექტორი გაფართოების საკითხებში, 2015-ში სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ბოლო წლებში დანიელსონი ხელმძღვანელობდა შვედეთში მყოფი ევროკომისიის წარმომადგენლობას.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1 მარტს იგი შეხვდა როგორც პრემიერმინსტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. მისი ვიზიტის მეშვეობით მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდა.

კომენტარები