პოლიტიკური კრიზისი

დანიელსონი: იმისთვის, რომ პროცესი უფრო წინ წავიდეს, გადავწყვიტე, ხვალაც დავრჩე თბილისში

კრისტიან დანიელსონი
კადრი ვიდეოდან/იმედი

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსომა ოპოზიციურ პარტიებთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრების დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება.

"მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, ხვალაც დავრჩე თბილისში, ჩემი ვიზიტი გახანგრძლივდება კიდევ ერთი დღით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ და დღეს უკვე ყველა მხარე ძალიან ჩართულად მუშაობდა ამ პროცესში და მე ხვალაც გავაგრძელებ მუშაობას. მხარეებზეა დამოკიდებული, რომ მივიდნენ შეთანხმებამდე". – თქვა დანიელსონმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ორი დღის განმავლობაში გრძელდება ინდივიდუალური შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 15 მარტს დატოვებს.

კომენტარები