ვალუტის კურსი

TBC Capital: წლის ბოლოს დოლარი 3.30 ლარის ფარგლებში იქნება, ევრო – 4.05-ის

qronika.ge

1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, 2021 წლის ბოლოსთვის, 3.30 ლარის ფარგლებში იქნება, 1 ევროსი კი – 4.05 ლარის – პროგნოზს თიბისი კაპიტალი ავრცელებს.

კვლევის ავტორები ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებენ დოლარი/ლარის გაცვლითი კურსის მიმართ, რაც, ძირითადად, აშშ დოლარის გამყარების უფრო მეტი არგუმენტის არსებობამ განაპირობა. 

"ლარში შემოსავლის მქონეთათვის სავალუტო რისკის აღებისას, ჩვენი მიდგომა კვლავ კონტრციკლურობას ეფუძნება, ევრო/დოლარის ტრენდისა და მიმდინარე კურსის გათვალისწინებით. საკუთრივ, რაც უფრო მყარია ევრო, მით მეტი უნდა იყოს მისი წილი სესხის აღებისას. ეს მიდგომა დაახლოებით თანხვედრაშია პორტფელში ოქროს მუდმივი წილის ფლობისა, როდესაც ოქროს ფასის ზრდის შემდეგ მისი ჭარბი წილის გასხვისება ხდება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ევრო უფრო სტაბილურია ლართან მიმართებით ვიდრე დოლარი, ჩვენ 50/50-ზე დივერსიფიცირებას უფრო სუსტი ევროს შემთხვევაში განვიხილავთ, ვიდრე ეს მსყიდველობით უნარის პარიტეტის შეფასების მიხედვით გამომდინარეობს". – ვკითხულობთ დოკუმენტში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, 15 მარტის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 3.3204 ლარს გაუტოლდა, 1 ევროსი კი – 3.9609-ს.

კომენტარები