ვაქცინაცია

გაბუნია: მაის-ივნისზე ადრე ნოვავაქსის შემოტანის პერსპექტივა შედარებით ნაკლებია

დამატებით მოლაპარაკებები გვაქვს ისევ ასტრაზენეკას დოზებზე, გვაქვს მოლაპარაკება ნოვავაქსთან დაკავშირებით, თუმცა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, დაახლოებით მაისი-ივნისზე ადრე ნოვავაქსის შემოტანის პერსპექტივა შედარებით ნაკლებია.

ასევე არის სინოფარმის ოფცია, რომელიც არის ჩინური წარმოების. სინოფარმს აქვს ძალიან კარგი პოზიცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მიღების კუთხით, ის უკვე ავტორიზებულია უნგრეთში და ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, რაც არის ჩვენთვისაც საფუძველი. უნგრეთი ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებელია, რომელმაც გასცა უკვე ავტორიზაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაც არ დააყოვნებს და მოსალოდნელია, რომ ესეც მიიღოს.

ესეც არის ერთ-ერთი ოფცია, რომელზედც ჩვენ  ვმუშაობთ, რათა არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი, იმის გამო, რომ არ მოგვიხდეს ლოდინი კონკრეტულად რომელიმე ვაქცინისთვის და, ასევე, მოსახლეობასაც ჰქონდეს მეტი არჩევანის საშუალება, რადგან ჩვენ უკვე მალე შევძლებთ, გადავიდეთ მეორე სამიზნე ჯგუფზე, ეს იქნება გრძელვადიანი თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი თანამშრომლები, მერე უკვე გადავალთ ასაკობრივი ჯგუფების მოცვაზე...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია tv იმედის ეთერში. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ნოვავაქსთან მილიონი დოზის მოწოდებაზე შეთანხმება აქვთ დადებული.

კომენტარები