ნამახვანჰესი

თურნავა ნამახვანჰესზე: ინვესტორი სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ვერ გაიტანს ენერგიას

15 წლის შემდეგ ჩვენ აღარ გვაქვს ვალდებულება ვიყიდოთ ამა თუ იმ ტარიფად, ინვესტორი გაყიდის ელექტროენერგიას არსებულ საბაზრო ფასებში და თუ კარგად დააკვირდებით ხელშეკრულებას და ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტი განმარტება გავაკეთოთ, იქ წერია, რომ ექსპორტზე მას გარანტირებული დაშვების უფლება არ აქვს და ექსპორტს განახორციელებს ჩვენი მოქმედი, ხელშეკრულების მომენტში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი, სახელმწიფოს ენერგოსისტემის ნებართვის გარეშე ის ვერ გაიტანს ელექტროენერგიას და ჩვეულებრივი ტენდერის რეჟიმში ჩადგება, როდესაც ექსპორტს დააპირებს. შესაბამისად, ეს ელექტროენერგია უპირატესად მოხმარდება საქართველოს ბაზარს...

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

კომენტარები