ნამახვანჰესი

თურნავა ნამახვანჰესზე: კომპანია $120 მლნ ქონების გადასახადს გადაიხდის

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული საკითხი არის მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებით. აქაც მინდა გავმიჯნო, თუ სად ვხედავთ ჩვენ პრობლემას. თუ პრობლემაა იმაში, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას, მე ამ დისკუსიაში ვერავის წამოგყვებით, იმიტომ, რომ საუბარი არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე, მეზობელზე, ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოზე.

თუ პრობლემაა იმაში, რომ მიწა საერთოდ გადაეცა კერძო ინვესტორს, რატომ ამდენი და რა მიზნით, რა თქმა უნდა, ამაზე შეგვიძლია, ვისაუბროთ. შეგახსენებთ, რომ თვითონვე ხელშეკრულებით არის განსაზღვრული ძალიან დეტალური პროცედურა, თუ როგორ უნდა დაასაბუთოს თითოეული მიწის ნაკვეთის მიღება და გადაცემა ინვესტორმა და რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამ პროექტთან კავშირში, ეს არ არის მიწის უპირობო გადაცემა, არის იმ პირობით, რომ შესრულდება საინვესტიციო ვალდებულებები, რომ 28 კილომეტრიანი გზა გადაეცემა შემდეგ უსასყიდლოდ სახელმწიფოს, რომ ქონების გადასახადი იქნება გადახდილი, სადღაც მოვისმინე, რომ კომპანია განთავისუფლებულიაო და ტყუილია, რა თქმა უნდა, 120 მლნ დოლარის ქონების გადასახადს გადაიხდის ამ პერიოდში.

თუ კითხვა დგას, საერთოდ რატომ გადავცემთ საინვესტიციო პირობით მიწას, შეგახსენებთ, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა, არაფერი აქ ექსტრაორდინალური არ მომხდარა, იმიტომ, რომ ჩვენ მთელი პროგრამა - აწარმოე საქართველოში და მისი ბევრი კომპონენტი დაფუძნებული გვაქვს ამაზე, რომ ინვესტორს გადავცემთ მიწას და მისგან ვითხოვთ საინვესტიციო პირობების შესრულებას...

კომენტარები