ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ის, რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია, მხოლოდ შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს, მსგავსი რამ არ მომხდარა საქართველოში კომუნისტების დროიდან, ეს იყო მცდელობა ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა, მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს, ეს არის გაუგონარი თავხედობა, ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ საქართველოს მოქალაქეს, ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიის და სიწმინდისა... კრებას კარს უმტვრევენ და უვარდებიან შიგნით, რამდენად მიგაჩნიათ ეს სწორად? ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს, ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ...
ჭყონდიდის ეპარქია
მამა ჯაღმაიძე: ესაა ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მეუფე სტეფანეს
tbl.ge/5gc6
დაკოპირდა

საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე. კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის შემდგომ შეხლა-შემოხლისას ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩატყდა და ათამდე ჟურნალისტი გადაცვივდა. მათი ნაწილი დაშავდა.
ამავე თემაზე
- მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის დროს "30 ვერცხლი" ესროლეს
- მარტვილში განკვეთილი სასულიერო პირები და მათი მრევლი მეუფე სტეფანეს შეძახილებით დახვდნენ
- არქიმანდრიტი: ომბუდსმენმა მოგვხედოს, რამეთუ დარღვეულია ადამიანის უფლებები
- დაპირისპირება სალხინოს მონასტერთან, სავარუდოდ, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი
- მეუფე სტეფანე სალხინოს მონასტერზე: ღმერთმა მოგვცა ძალა ავაზაკებისგან გათავისუფლებულიყო