ჩანაწერები

კალაძე: ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი, არც ამჯერად ვაპირებ

ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად ამ მეთოდების გამოყენება პოლიტიკური კომპროტაციისას მიმაჩნია არასწორად. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო დამატებით გექნებათ შესაძლებლობა, გაიგოთ დამატებითი ინფორმაცია...

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

კომენტარები