მე მგონია, რომ არ უნდა დაიწყოს [აუდიოჩანაწერზე გამოძიება], იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი იცის. დაავალეს მაშინ, რომ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე წყობიდან გამოეყვანათ. არავინ ამისთვის არ დასჯილა, არაფერი შედეგი არ მოუტანია, რაიმე ვინმესთვის ცუდი. დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერას - მას მერე, რაც ოჯახი ყავს, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ ისევ რაღაც მოიგონონ, ამითი არიონ სიტუაცია. ისევ დავალებული აქვთ, რომ მოიგონონ, როგორ ჩაუჯდა ვიღაცა მანქანაში და უთხრა, რომ მოდით რა, იქნებ არ არ შეაგინოთ...
ჩანაწერები
ვოლსკი ჩანაწერებზე: დაავალეს მაშინ, ეგინებინათ პატარა ბერა და როგორმე წყობიდან გამოეყვანათ
tbl.ge/5gbf
დაკოპირდა

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.
ამავე თემაზე
- მოქალაქე: ბერას გინების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა მცემეს – სადამსჯელო ოპერაცია იყო
- მელაძე: თუ დაიწყება შესაძლო დანაშაულზე გამოძიება, გადავცემთ ჩანაწერს, რა ფორმითაც გვაქვს
- მელაძე: ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ოჯახის წევრის წამებით მემუქრება
- მოსამართლე TV პირველზე: წარმოუდგენელია, ჩემი მხრიდან იყოს დაშვება, რომ მიდით, შეიჭერით
- კობახიძე: TV პირველი ნაცმოძრაობაა, რომლის სუბსიდირება ხდება მიხეილ სააკაშვილისგან